“შსს გვეხმარება, არანაირი ვერსია არ არის იმის გარდა, რომ დაყაჩაღება მოხდა” – თურქეთში მოკლული ქალის ბიძა
თურქეთში მოკლული ქალის, თეო თუაშვილის ბიძა, ავთო თუაშვილი ამბობს, რომ მკვლელობის ერთადერთი ვერსია, რაც ოჯახისთვის არის ცნობილი, დაყაჩაღებაა.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მათ თურქეთის საელჩოსგან შეიტყვეს.
“ოჯახმა პრობლემების შესახებ არაფერი ვიცოდით. გაგებითაც თურქეთის საელჩოსგან გავიგეთ. შსს-ც გვეხმარება, საელჩოც გვეხმარება. არანაირი ვერსია არ არის იმის გარდა, რომ დაყაჩაღება მოხდა”, – აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.
გარდაცვლილის მეგობრის, მარიკა სონღულაშვილის ინფორმაციით, დღეს დილით მოკლულის ქმარი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.