“თეოს ქმარი დააკავეს, ბრალად ედება მეუღლის მკვლელობა” – თურქეთში მოკლული ქალის მეგობარი

“დღევანდელი ინფორმაციით, ბიჭი დაკავებულია. მეგობრებისგან ვიცი და არა პოლიციისგან. ბრალად ედება მეუღლის მკვლელობა”, – ამის შესახებ თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, თეო თუაშვილის მეგობარი, მარიკა სონღულაშვილი ამბობს.

მისივე თქმით, თუაშვილს ქმართან პრობლემები ჰქონდა.

“დღევანდელი ინფორმაციით, ბიჭი დაკავებულია. მეგობრებისგან ვიცი და არა პოლიციისგან. ედება ბრალად მეუღლის მკვლელობა. იმ უბედური შემთხვევის დღეს, შემთხვევამდე ერთი საათით ადრე მითხრა, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო, ქმართან სიტუაცია ჰქონდა დაძაბული, უნდა დაეტოვებინა და რაც შეიძლება მალე წამოსულიყო. მე მას შევთავაზე, პატარა ჩანთა გაემზადებინა და ისე გამოვაცილებდი იქაურობას, ვერავინ მიხვდებოდა, მაგრამ ეტყობა, არ დააცადეს. სხვა ვერსიას ვერ დავუშვებ, ვიცი, რომ ქმართან ჰქონდა პრობლემა”, – ამბობს მარიკა სონღულაშვილი.

ცნობისთვის, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს. თურქული მედიის ცნობით, ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები