ჟოზეფ ბორელი: რუსეთი საშიში მეზობელია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეფასებით, რუსეთი საშიში მეზობელია, რომელთანაც, ამასთანავე, აუცილებელია კონტაქტების შენარჩუნება მნიშვნელოვან თემებზე.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში თქვა, სადაც ნატო-ს საბჭოს სხდომას დაესწრება, რომლის დროსაც განიხილება ალიანსის ურთიერთობა რუსეთთან.

”ჩვენ უნდა განვიხილოთ რუსეთთან კომუნიკაციის არხები. რუსეთი არის მეზობელი, საშიში მეზობელი, მაგრამ მათ უნდა გავუზიაროთ რამდენიმე საკითხი, რომელთანაც გვაქვს საერთო ინტერესებიც, როგორიცაა ბირთვული შეთანხმება ირანთან, ან კლიმატის ცვლილება”, – თქვა მან.

თებერვალში რუსეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ, ბორელმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

გასულ კვირას ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროკავშირთან კონფრონტაციის კურსი აირჩია. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სანქციები, რომლებსაც ბრიუსელი იყენებს შიდა საქმეებში ჩარევისთვის, ევროკავშირთან რაიმე სახის ურთიერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები