ეკატერინე ტიკარაძე: ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ისინი ვაქცინაციაზე უარს არ ამბობენ

“როდესაც ექიმები ერთმანეთში ვსაუბრობთ, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ექიმები და პედაგოგები ყველაზე რთული პაციენტები არიან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაახლოებით იგივე შემთხვევაა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.

„ექიმებთან შეხვედრა მქონდა და მინდა, აღვნიშნო, რომ რეალურად ექიმები ვაქცინაციაზე უარს არ ამბობენ. გამოიკვეთა გარემოება, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ექიმი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს აქტიურად იყო ჩართული პაციენტების მკურნალობაში, დაინფიცირდა და არის რიგითი შემთხვევები, რომ ჯერ 120 დღე არ არის გასული და შესაბამისად ეს აისახება აქტივობაზე. დარწმუნებული ვარ ექიმების პროფესიონალიზმი დაძლევს ამ გამოწვევას და ეს გამოკვეთილი პრობლემები სამსჯელო აღარ იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში არსებული კლინიკებისა და ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები