“დაიღალა ქმართან ურთიერთობით და საქართველოში უნდოდა წამოსვლა” – რას ჰყვება თურქეთში მოკლული ქალის მეგობარი

“თეომ თქვა, რომ დაიღალა ქმართან ყოფნით, ამ პიროვნებამ თეო დაღალა”, – ამის შესახებ თურქეთში მოკლული ქართველი ქალის, თეო თუაშვილის მეგობარი, მარიკა სონღულაშვილი “კურიერთან” ამბობს.

მისივე თქმით, თუაშვილს საქართველოში დაბრუნება სურდა.

“ადრე ჰქონდა მცდელობა საქართველოში წამოსვლის, თავის გვერდით მყოფ პიროვნებასთან ერთად, მაგრამ მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა მასთან, ძალიან დაიღალა მასთან ურთიერთობით, დაიღალა ყველაფრით და რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა წამოსვლა. ეს პრობლემა უფრო ქმარს ეხებოდა იმიტომ, რომ თქვა თეომ, რომ დაიღალა ქმართან ყოფნით, ამ პიროვნებამ თეო დაღალა”, – ამბობს მარიკა სონღულაშვილი.

ცნობისთვის, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თურქული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულების სახლში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები