ლადო პაპავა: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას
“რას მოგვიტანს ენერგოდამოუკიდებლობა? თითოეულ ჩვენგანს ხშირად გვსმენია, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და ყოველთვის გვიჩნდება კითხვა – რას მოუტანს ის ჩვენს ქვეყანას?”, – ამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ვებგვერდი – “ენერგომომავალი” ეკონომისტ ლადო პაპავას კომენტარს ავრცელებს.
პაპავა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ენერგოდამოუკიდებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას. თითოეული ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით – ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც არ არიან ბოლომდე კეთილმეზობლურად განწყობილი“, – აცხადებს პაპავა.
“საქართველოსთვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც – სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.