საფრანგეთში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ 24 წლის სტუდენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში 24 წლის სტუდენტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ინფორმაციას საფრანგეთის წამლების სააგენტო (ANSM) ავრცელებს.

“აღნიშნული შემთხვევა კლინიკური გამოძების მიზეზი გახდა”, – ნათქვამია რეგულატორის კომუნიკეში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არის საფუძველი, ლეტალური შემთხვევა “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან იყოს დაკავშირებული.

ადილობრივი გაზეთის – Sud Ouest -ის ინფორმაციით, საუბარია მედიკოს სტუდენტზე ნანტიდან, რომელმაც აცრა 8 მარტს გაიკეთა და საკუთარ ბინაში 10 დღეში გარდაიცვალა. აღინიშნება, რომ მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ ჰქონდა.

ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბით გამოწვეული შინაგანი სისხლდენა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები