თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულების სახლში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის, საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

“ამ დროისთვის სტამბოლში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო მუდმივ კავშირზეა პოლიციასთან და მათგან ელოდება დამატებით სიახლეებს”,- აღნიშნეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები