ზაალ უდუმაშვილი: “ოცნებაში” მიმდინარეობს შიდა პარტიული და შიდა სახელისუფლებო რღვევა, სწორედ ამას უკავშირდება საბანაძის გადადგომა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის გადადგომას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარეობს შიდა პარტიული და შიდა სახელისუფლებო რღვევა, ჩამოშლილია მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და სწორედ ამას უკავშირდება საბანაძის გადადგომა.

“ეს იყო პირდაპირი მინიშნება იმისკენ, რომ ვის მიმართაც არის გარკვეული კითხვის ნიშნები ხელისუფლებაში, მათ უნდა დატოვონ თანამდებობები. საბანაძეზე დღეს რატომ გაჩნდა მაინდამაინც კითხვები, როდესაც მას შეუყენეს წყალი, ეს არის მეორე კითხვა. ბუნებრივია, “ოცნებაში” მიმდინარეობს შიდა პარტიული და შიდა სახელისუფლებო რღვევა. პრაქტიკულად, ჩამოშლილია მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. სწორედ ამას უკავშირდება საბანაძის გადადგომა, სულ რომ არ ნდომოდა გადადგომა, მაინც მოუწევდა წასვლა”, -განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები