გერმანიაში 2020 წელს ანტისაკარანტინო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმა მკვეთრად გაიზარდა

გერმანიაში 2020 წელს კორონავირუსული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმები მკვეთრად გაიზარდა.

ინფორმაციას მედიაკომპანია MDR ევროპის პრესის თავისუფლების ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ 2020 წელს დაფიქსირებულია მედიის წარმომადგენლებზე 69 თავდასხმა იმ დროს, როდესაც ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

2019 წელს მსგავსი მხოლოდ 14 ფაქტია დაფიქსირებული.

ECPMF აცხადებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების 70%  ანტიკოვიდური აქციების მსვლელობის დროს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები