აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ოთხ კილომეტრში, აზერბაიჯნის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 07:08 საათზე მოხდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები