გერმანიაში კარანტინი გახანგრძლივდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში 18 აპრილამდე კარანტინის გახანაგრძლივებაზე განაცხადა. შეზღუდვები განსაკუთრებით გამკაცრდება სააღდგომო პერიოდში  – 1-5 აპრილს.

ამჟამინდელი საკარანტინო ზომების ვადა 28 მარტს იწურებოდა.

როგორც კანცლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანა ამჟამად კორონავირუსის მესამე ტალღაში იმყოფება, ვითარება კი რთულდება სახიფათო ბრიტანული შტამით.

მერკელის თქმით, 1-5 აპრილს ე.წ. თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდება, 1 -ელი და 3 აპრილი დასვენების დღეებად გამოცხადდა. დასაშვებია მხოლოდ 5-კაციანი შეკრება.

ამასთან, გერმანიის მთავრობა გამოდის წინადადებით, რომ სააღდგომო შეკრება ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები