დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

“მე შევაფასე უკვე მიღწეული პროგრესი საქართველოში ჩვენი მედიატორობით სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან. დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს მედიაცია ყველა მონაწილე მხარესთან”, – წერს “ფეისბუქზე” მიშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები