ჩინეთში, სახელმწიფო შენობაში ტერაქტს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ კუანგჭოუში, ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანია დაღუპული, 5 კი – დაშავებული.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შენობაში 59 წლის მამაკაცი შევიდა, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

აღინიშნება, რომ აფეთქების მომენტში შენობაში სოფლის ადგილობრივი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა.

წინასწარი ვარაუდით, ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, მამაკაცისთვის მიწის წართმევა გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები