“პოლიტიკური ტემპერატურა ვერ აწიეს და, როგორც ჩანს, ,,გრანდიოზული” საპროტესტო აქციის 15 მაისს გადადება მზიანი დღეების იმედად ყოფნას უკავშირდება” – ვლადიმერ ბოჟაძე

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ოპოზიციის დაანონსებული ცხელი გაზაფხული არ დადგა, გარეთ ისევ წვიმს და +10 გრადუსია. პოლიტიკური ტემპერატურა ვერ აწიეს და, როგორც ჩანს, ,,გრანდიოზული” საპროტესტო აქციის 15 მაისს გადადება მზიანი დღეების იმედად ყოფნას უკავშირდება. რეგიონებში წინა საარჩევნო პერიოდში რომ გევლოთ და ხალხის პრობლემები მოგესმინათ, უკეთესი იქნებოდა, ან არჩევნების მერე მოგესმინათ და პარლამენტში შესულიყავით, თუმცა, არც ახლაა გვიანი, ჩადით და კიდევ ერთხელ ნახავთ ხალხის თქვენდამი და თქვენი ,,გაქცეული პრეზიდენტისადმი”  დამოკიდებულებას. იმედია, საკუთარი პარტიული აქტივის გარდა, სხვებთან შეხვედრებსაც გაბედავთ, წინ თვითმმართველობის არჩევნებია და, იქნებ, სადმე დაწეული საარჩევნო ბარიერის გადალახვაც შეძლოთ”, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები