თეა წულუკიანმა დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც სამინისტროს დაყოფა მოხდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლება გამოეყო.

მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ყველა დარგს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

„დარგობრივი კომიტეტიდან შესაძლებლობა მქონდა, ჩამეხედა ამ სამინისტროს საქმიანობაში და ცალსახა იყო, რომ რაც  უნდა დიდი დრო, ძალისხმევა, კონკრეტულად მინისტრს, ბატონ ჩხენკელსა და მის გუნდს დაეხარჯა ამ მიმართულებებზე – კულტურასა და სპორტს ვგულისხმობ, ერთად იმდენად დიდი სისტემა შეიქმნა განათლება, სკოლები, უნივერსიტეტები, მეცნიერება, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია თანაბრად ყველგან იყოს სამინისტროს ყურადღება მაღალი ხარისხით, ეს უბრალოდ ობიექტურად შეუძლებელია, ამიტომაც გაჩნდა გამოყოფის იდეა, თუმცა არა პირვანდელი სახით. თქვენ გახსოვთ, სულ ადრე, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით მაშინ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცალ-ცალკე იყო, არამედ ოპტიმალური გაყოფა იმისთვის, რომ ყველა დარგს სათანადო ყურადღება მიექცეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები