პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ხვალ გაიკეთებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხვალ, 23 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს.

როგორც მან თქვა, ვაქცინაცია თითოეული ადამიანის ნებაყოფლობითი არჩევანია.

მისივე თქმით, ვაქცინაცია მოქალაქეების პირადი გადაწყვეტილებაა. “სხვათა შორის, ხვალ ვაპირებ აცრას, – განაცხადა პუტინმა.

რომელი პრეპარატით აიცრება, პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ადგილობრივი წარმოების ვაქცინა.

მანამდე პუტინი აცხადებდა, რომ აცრას არ იკეთებდა, რადგან ის გეგმიურად მისი ასაკის ადამიანებისთვის გათვლილი არ იყო და როგორც კი ეს შესაძლებელი იქნებოდა, ამას გააკეთებდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ასევე აშშ-ში ქვეყნის პირველი პირები დემონსტრაციულად, ღია ეთერებში, პრეპარატების პოპულარიზაციის მიზნით იცრებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათი ასაკი ხშირად არ ემთხვეოდა ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამით გათვალისწინებულ ასაკობრივ ჯგუფებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები