პრაღის ცენტრში კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 22 ათასზე მეტი ჯვარი გამოსახეს

პრაღის ცენტრში, ძველი ქალაქის მოედანზე კორონავირუსით გარდაცვლილთან ხსოვნის პატივსაცემად 22 ათასზე მეტი ჯვარი გამოსახეს.

აქცია ორგანიზებული იყო ჯგუფის მიერ, სახელწოდებით – “მილიონი წუთი დემოკრატიისთვის”, რომელმაც 2019 წელს პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მოაწყო.

22 მარტი ჩეხეთში კორონავირუსით პირველი მოქალაქის გარდაცვალების წლისთავია.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ჯვრები “მთავრობის მიერ გაფლანგული სიცოცხლეების სიმბოლოა”.

“ბევრი მათგანი უმიზეზოდ გარდაიცვალა. პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რომელიც საკუთარ ბიზნესს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებს. მთავრობა არ შეიძლება, დავადანაშაულოთ COVID-19-ის გავრცელებაში, მაგრამ ის შეიძლება, იყოს დადანაშაულებული დაკარგული სიცოცხლეების გამო”, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ვირუსს 24 810 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები