გიორგი მარგველაშვილი: შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შექმნას ,,ქართული ოცნება 2″

“არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს მისია, შექმნას ,,ქართული ოცნება 2″, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

,,კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს მისია, თითქოს მისია, რომ შექმნას ,,ქართული ოცნება 2″. მადლობა ,,ქართულ ოცნებას”, რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ,”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ,,ქართული ოცნება 2″-ის თანადამფუძნებელი, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, არც პოლიტიკიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები