ეკატერინე ტიკარაძე: საკმაოდ მაღალი რისკია იმის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ პირბადეს და სოციალურ დისტანცირებას ნაკლებად იცავენ, დღეს საკმაოდ მაღალი რისკია იმის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ასევე უნდა გაიაზრონ მსოფლიოს გამოცდილება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად გვგონია, რომ ეს მონაპოვარი არ იყო დიდი შრომის ფასად და დაგვავიწყდა ის გამოვლილი პერიოდი, რომელიც ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვქონდა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ იმ კომპრომისების საფუძვლად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გადაიდგა, იმის საფუძვლად, რომ ჩვენი მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ პირბადეს და სოციალური დისტანცირება აღარ არის საზოგადოებაში იმდენად მნიშვნელოვანი, დღეს ჩვენ საკმაოდ მაღალი რისკი გვაქვს იმის, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზრდება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ ამის შესახებ, ასევე, გაიაზრონ მსოფლიოს გამოცდილება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს და მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი ამ სირთულეების გადალახვაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები