ეკატერინე ტიკარაძე: ​ავიცრები სავარაუდოდ ​„ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით

“​ავიცრები სავარაუდოდ ​„ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც დადებითად განეწყოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მე ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, საზოგადოებაც დადებითად განეწყოს ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში. რაც შეეხება აქტივობებსა და კამპანიას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და დავეყრდნობით მათ დამატებით რეკომენდაციებს, რათა არ შეიქმნას დამატებითი კითხვები და ხარვეზები იმ კომუნიკაციასთან, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებს მედია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები