ეკატერინე ტიკარაძე: 65 და 75 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა წრე ფართოვდება. ამის შესახებ განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფების დამატება მოხდება.
“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “ასტრაზენეკა” აღიარა, როგორც უსაფრთხო ვაქცინა და, შესაბამისად, “ასტარზენეკათი” ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ვაქცინაციის პროცესში მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება, კერძოდ კი, 75 წელზე და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდშიც ჰქონდათ”,- განაცხადა მინისტრმა.