ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს თვეებში სოციალური ქსელიდან ხალხს ისევ მიმართავს, თუმცა, ამისთვის “საკუთარ პლატფორმას” გამოიყენებს.

ამის შესახებ Fox News-ის ეთერში, ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ, ჯეისონ მილერმა თქვა.

მისი თქმით, ტრამპი სოციალურ ქსელში ორ-სამ თვეში დაბრუნდება. ის საკუთარ პლატფორმაზე დაწერს ხოლმე, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს მოიზიდავს.

მილერის თქმით, აღნიშნული ფაქტი “თამაშის წესებს მთლიანად შეცვლის”.

Twitter-მა დონალდ ტრამპის გვერდი თანამდებობაზე მისი ყოფნის უკანასკნელ კვირებში დაბლოკა. ასევე, მას Facebook-სა და Instagram-ში წვდომა შეეზღუდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 6 იანვარს ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები