ბუნდესტაგის დეპუტატი თვითმფრინავში გარდაიცვალა
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი- კარინ შტრენცი თვითმფრინავში გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დეპუტატი კუბაში მიფრინავდა.
DPA-ს ინფორმაციით, კოლეგის გარდაცვალებას გერმანიის პარლამენტში ადასტურებენ.
არსებული ცნობით, შტრენცმა, რომელიც მმართველ “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს” წარმოადგენდა, თვითმფრინავში გონება დაკარგა. ლაინერი დუბლინში საგანგებოდ დაეშვა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კარინ შტრენცი 53 წლის იყოს, ის ბუნდესტაგში 2009 წლიდან მუშაობდა. ბოლო წლებში კი თავდაცვის კომიტეტის წევრი იყო.