კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 85, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარაში – 9, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 2, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 5, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 725, აჭარაში – 147, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში – 129, აჭარაში – 25, იმერეთში – 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 – თბილისში, 35 – აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები