ავსტრალიაში ძლიერმა წვიმამ ფართომასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია
ხანგრძლივმა და ძლიერმა წვიმამ ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ყველაზე ფართომასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შტატ ახალი ჩრდილოეთ უელსის პრემიერმინისტრის, გლედის ბერეჯიკლიარის განცხადებით, ვითარება გაცილებით ცუდი აღმოჩნდა ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„გუშინ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ისეთი მოვლენაა რომელიც 20 წელიწადში ერთხელ ვითარდება, ახლა კი ის გამოიყურება ისე როგორც 50 წელიწადში ერთხელ განვითარებული მოვლენა“,- განაცხადა ბერეჯიკლარმა. ქალაქ სიდნეის ზოგიერთი რაიონის მოსახლეობას შუა ღამით მოუწოდებდნენ, რომ სახლები დაეტოვებინათ, ვინაიდან ნალექის სწრაფი დინება ქუჩებში მასობრივ ნგრევას იწვევდა. დაახლოებით ათასმა ადამიანმა ევაკუაციისთვის დახმარება ითხოვა, ხოლო 4 ათასი ადამიანი შესაძლოა იძულებით იქნეს ევაკუირებული.