მარტვილის ეპარქიაში ივერიის ღვთისმშობლის ზუსტი ასლი დააბრძანეს

მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან ხალხმრავლობაა.
მარტვილის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი დააბრძანეს.
წმინდა ხატი ჭყონდიდის ეპარქიაში „პატრიოტთა ალიანსმა“ მხარდამჭერებთან ერთად ჩააბრძანა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა წირვა აღავლინა. წირვას სასულიერო პირები, სხვადასხვა ეპარქიის მეუფე და მრევლი დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სტეფანემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და კიდევ ერთხელ ისაუბრა 8 მარტს ეპარქიის ეზოში განვითარებულ ცნობილ მოვლენებზე. მან ეს დღე როგორც „წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია“ შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება გარკვეული ჯგუფების მიერ ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა.

ცნობისთვის, ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი ერთი კვირის განმავლობაში ეკლესიაში დარჩება, მისი მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები