ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ოპონენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი გვესმის – არასოდეს არ გვითქვამს, რომ მოლაპარაკება დაიხურა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბრობს.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს არასოდეს უთქვამს, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიხურა.
“ჩვენი ოპონენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი გვესმის. ეს ულტიმატუმი არის ქვეყნის მიმართ.
არასოდეს არ გვითქვამს, რომ მოლაპარაკება დაიხურა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ შეთავაზებებზე, რომელიც გვქონდა ჩვენი ოპონენტების მიმართ, რომელიც სამართლიანობას ეფუძნებოდა ამაზე შეთანხმება არის შესაძლებელი ნებისმიერ დროს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.