კახა კალაძე: ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღეს დღესასწაულობს, ვუსურვებ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას

თბილისის მერი კახა კალაძე ნოვრუზ ბაირამს ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.

“ყველას, ვინც დღესასწაულობს ამ დღეს, მინდა მივულოცო ნოვრუზ ბაირამი – ბუნების განახლების, სიცოცხლის და სიმწვანის დღესასწაული.

ნოვრუზ ბაირამი ერთ-ერთი გამორჩეული, ოჯახური, საყოველთაო სიხარულის მატარებელი დღესასწაულია. ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან ერთად გვეძვირფასება ეს დღე და წრფელი გულით ვულოცავ მათ. ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას”,- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები