საგარეო უწყება: ნატა საბანაძეს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც 16 მარტს გაიმართა.

“მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.

უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.

წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები