იაპონიაში ოლიმპიური თამაშები უცხოელი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ტოკიოში ონლაინ-სხდომა ჩაატარა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის თამაშები უცხოელი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Kyodo“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოთამაშეებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით. კომიტეტში შიშობენ, რომ უცხოელებმა შესაძლოა იაპონიაში COVID-19-ის შტამები ჩამოიტანონ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია აღმოჩენილი. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ უცხოელებზე თამაშების დასასწრები 960 ათასი ბილეთი გაიყიდა. მთავრობა უცხოელებისთვის თანხის დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა ტოკიოში 2020 წლის 20 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადატანილია 2021 წლის 23 ივლისი-8 აგვისტოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები