ბარში მხოლოდ ვაქცინაციის პასპორტით – ისრაელი შესაძლოა, სამყაროს მომავალი წყობის მოდელი გახდეს

უკვე კვირაზე მეტია რაც ისრაელში ბარები, რესტორნები, მუზეუმები და თეატრები გაიხსნა, მაგრამ იქ მოხვედრა მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელებს შეუძლიათ – ასე ეძახიან ისრაელში ვაქცინაციის პასპორტს. საბუთი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში გაიცემა.

„გასულ კვირას ძალიან ციოდა, ხალხი ვისაც „მწვანე პასპორტი“ არ ჰქონდა შიგნით ვერ შემოდიოდა, ხოლო ტერასაზე ჯდომა დიდხანს შეუძლებელი იყო და ისინიც მალე მიდიოდნენ“,- ჰყვება იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი ომერო იდო.

ვაქცინაციის პასპორტის შემოღება უკვე დიდი ხანია ბევრ ქვეყანაში განიხილება, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ისრაელმა გადადგა ეს ნაბიჯი.

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა აუცილებელი ვაქცინაციის პასპორტი შემოიღო მათთვის ვინც საზღვარგარეთ მიდის. მაგრამ, ისრაელის გამოცდილება ეხება ქვეყნის ცხოვრების შიდა განწყობას და ეს მეტად კომპლექსური და მასშტაბური ექსპერიმენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები