დაღესტანში, წყალსაცავის დაბინძურების გამო, ქალაქი სასმელი წყლის გარეშე დარჩა

დაღესტანში, ქალაქ იზბერბაშში, წყალსაცავის დაბინძურების შედეგად, 60 ათასზე მეტი მოსახლე სასმელი წყლის გარეშე დარჩა. აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას დაღესტნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„რიბიეს ტბაში წყლის დონის დაწევის შედეგად ქალაქ იზბერბაშს წყლის მიწოდება შეუწყდა. წყლის დონემ დაიწია, რაც საცავში ბინძური, მდნარი წყლის მოხვედრის შედეგია“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი ცნობით, იზბერბაშში წყალი 5 938 საცხოვრებელ სახლს არ მიეწოდება, სადაც 60 453 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, 18 628 ბავშვი. გარდა ამისა, ქალაქში 28 სოციალურად საჭირო ობიექტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები