კიევში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედდა

კიევში 20 მარტიდან ამოქმედდა მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები, რომლებიც 9 აპრილამდე იქნება ძალაში.

ამ დროის მანძილზე დედაქალაქში აკრძალული იქნება: კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში ხალხის მომსახურება; მასობრივი ღონისძიებები: კულტურული, სოციალური, სარეკლამო, გასართობი და ა.შ; მაყურებლების დასწრება სპორტულ ღონისძიებებზე; მსხვილი სავაჭრო ცენტრების მუშაობა; საბავშო გასართობი ცენტრების და გასართობი სფეროს სხვა დაწესებულებების ფუნქციონირება; საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, გარდა საბავშვო ბაღებისა და სკოლის დაწყებით კლასებისა; კულტურულ დაწესებულებებში – როგორიცაა მუზეუმი, კინო, თეატრი, საკონცერტო დარბაზები – სტუმრების მიღება; არასასურსათო ბაზრობების მუშაობა; საცურაო აუზების გახსნა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროფესიონალი სპორტსმენები ივარჯიშებენ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაწესებულია შეზღუდვა მგზავრების რაოდენობაზე – დასაჯდომი ადგილების არაუმეტეს 50%-ისა. ამასთანავე, მეტრო მუშაობას არ შეწყვეტს, მაგრამ დაწესებული იქნება შეზღუდვები პიკის საათებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები