ისლანდიაში 900 წლის წინ მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ფაგრადალცფიალი ამოიფრქვა, რომელიც 900 წლის განმავლობაში მიძინებული იყო. ვულკანი ქვეყნის დედაქალაქიდან 35 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. აღნიშნულის შესახებ CNN იტყობინება.

ადგილობრივების თქმით, დედაქალაქის თავზე ცა გაწითლდა.

ვულკანმა, დაახლოებით, საღამოს 20:00 საათზე დაიწყო ამოფრქვევა. რამდენიმე საათში ლავამ ერთი კვადრატული კილომეტრი ფართობი დაფარა.

„ამ ეტაპისთვის ამოფრქვევა მცირე მასშტაბისაა, მაგმის ფართობი, დაახლოებით, 1 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, – იტყობინება ისლანდიის მეტეოროლოგიური ბიურო.

სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, დახურონ ფანჯრები და დარჩნენ სახლებში, რათა თავი აარიდონ ვულკანური წარმოშობის მომწამვლელ აირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები