ირაკლი კობახიძე: მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება მეგი ბაქრაძის მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და სამედიცინო საზოგადოებას. სამძიმართან ერთად, მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება მეგის მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს“, – წერს კობახიძე Facebook-ზე.

27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძეს ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და დღეს გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები