“აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს”, – ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ბათუმში დაწყებული ინიციატივა, რომელსაც USAID/Georgia აფინანსებს, უკვე დაეხმარა 150 ადამიანს მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სრულგანაკვეთიანი სამსახურის პოვნაში, ასევე, 50 პროფესიონალს მიეცა დაპირება პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასაქმებაზე.
ჯამურად, საკადრო რესურსების განვითარების ინიციატივით, რომელიც კერძო სექტორის პარტნიორმა Key Management Solutions-მა შეიმუშავა, მასპინძლობის მენეჯმენტში მომზადდა 430-ზე მეტი ადამიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.
ამ კვირაში პროექტის მონაწილეები USAID-ის ეკონომიკური ზრდის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ისაუბრეს, როგორ შეიძლება კვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარონ ტურიზმის ინდუსტრიას პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს გრძელვადიანი ზრდისთვის უფრო მტკიცე ძალის შემქნაში.
ამ პროგრამის საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მასპინძლობის სფეროს პროფესიონალები აწევენ მომსახურების დონეს, სამუშაოს შესრულების მოლოდინსა და ხელფასებს კვალიფიციური კადრებისთვის დასავლეთ საქართველოში”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.