საფრანგეთში AstraZeneca-თი ვაქცინაციის რეკომენდაცია მხოლოდ 55 წლამდე მოქალაქეებისთვის აღადგინეს

საფრანგეთის ჯანდაცვის უზენაესმა სამმართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების აღდგენის რეკომენდაცია გასცა, ოღონდ – მხოლოდ 55 წლამდე პირებისთვის, – წერს გაზეთი Parisien.

ევროკავშირის რიგი ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთმა “ასტრაზენეკას” ვაქცინით ადამიანების აცრის შეჩერების შესახებ 15 მარტს განაცხადა, თუმცა, ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გუშინდელ განცხადებაზე დაყრდნობით, პრეპარატის გამოყენების განახლება გადაწყდა.

მოსალოდნელია, რომ დღეს, პრეპარატის პოპულარიზაციის მიზნით, საფრანგეთის პრემიერი – ჟან კასტექსი აიცრება.

ევროპის წამლების სააგენტომ ჩატარებული დამატებითი კვლევის შედეგად გუშინ განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია. სააგენტოს ექსპერტებმა არ დაადასტურეს, რომ პრეპარატი თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ ვაქცინის მოქმედებასა და გვერდითი ეფექტების შესწავლა მეცნიერების მიერ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები