ალუდა ღუდუშაური: როდესაც საუბრობენ, რომ თითქოს არ იყო სიღრმისეული წინადადებები წარმოდგენილი, მათ რა წარმოადგინეს? მათ წარმოადგინეს ულტიმატუმი
“როდესაც საუბრობენ, რომ თითქოს არ იყო სიღრმისეული წინადადებები წარმოდგენილი, მათ რა წარმოადგინეს? მათ წარმოადგინეს ულტიმატუმი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და საზოგადოებას სჭირდება ნამდვილად ქმედითი და ხელშესახები ნაბიჯები, რათა არსებული გამოწვევები დაიძლიოს.
„ვფიქრობ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ვფიქრობ, აკაკი მინაშვილმა ძალიან გულწრფელი აღიარებითი პოზიცია დააფიქსირა, რომ თურმე მათი მხრიდან კომპრომისი ყოფილა ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. როდესაც მათ ასეთ ფორმატში გადააქვთ საუბარი და პოზიციონირებენ ასეთი აბსურდული წინადადებებით, ცხადზე ცხადია, რომ ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება გასაგები მიზეზის გამო. სახელმწიფოს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ნამდვილად ქმედითი და ხელშესახები ნაბიჯები, რათა დაიძლიოს არსებული გამოწვევები.
როდესაც საუბრობენ, რომ თითქოს არ იყო სიღრმისეული წინადადებები წარმოდგენილი, მათ რა წარმოადგინეს? მათ წარმოადგინეს ულტიმატუმი, მათ წარმოადგენს დღის წესრიგი, რომელიც არის კონკრეტული პირებისგან, მიხეილ სააკაშვილისგან და ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე, შანტაჟი თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, გარდა კონსტრუქციული ნაბიჯებისა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.