კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

შვედი დიპლომატი მოლაპარაკებების დასრულებისთანავე აეროპორტში გაემგზავრა.

ოფიციალური ინფორმაციით, დანიელსონის მთავარი მისია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მედიაციის პროცესში უშუალო შუამავლობა და პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობაა. საქართველოში ყოფნის დროს დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან ერთად, თუმცა, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და შეთანხმება ვერ შედგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები