აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოს რუსეთში ყოფილი ელჩი უხელმძღვანელებს

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელად რუსეთში ყოფილი ელჩი, უილიამ ბერნსი დაამტკიცეს.

უილიამ ბერნსი დიპლომატიურ სამსახურში 30 წლის მანძილზე იმყოფებოდა, ამ ხნის განმავლობაში იგი ელჩად იყო მივლინებული რუსეთის გარდა იორდანიაშიც.

თებერვალში, სენატში მისი კანდიდატურის განხილვის დროს ბერნსმა თქვა, რომ ჩინეთი აშშ-ის ყველაზე მასშტაბური გეოპოლიტიკური გამოცდაა.

რუსეთზე კი თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ბევრი მიმართულებით საკუთარ გავლენებს კარგავს, მაინც რჩება გამანადგურებელ ძალად და პოტენციურ საფრთხედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები