მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ
“აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩაშალა მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩაშლილ დიალოგთან დაკავშირებით აცხადებს.
“ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც აზიანებს ქვეყანასა და მის დასავლურ კურსს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!.. ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ!”, – აცხადებს ხაზარაძე.