ირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-ში გამართულ შეხვედრებზე: კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში  მივაღწიეთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატოში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში  თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით მიაღწია.

 

მთავრობის მეთაურმა, რეფორმების განხორციელების პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა.

 

„ჩვენ ნატოში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში  ყველამ ერთად მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები