საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკა”-ს ვაქცინით აიცრა. ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩატარდა.
„პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე.