აშშ-მა რუსეთთან იარაღით ვაჭრობა აკრძალა

ვაშინგტონმა რუსეთი ისეთი ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთანაც აკრძალულია იარაღისა და თავდაცვითი მომსახურების იმპორტი და ექსპორტი.

შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

“შეერთებული შტატების პოლიტიკა ითვალისწინებს რუსეთისთვის განკუთვნილი თავდაცვითი ხასიათის მომსახურებისთვის საექსპორტო ლიცენზიის გაცემის აკრძალვას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღინიშნება, რომ გამონაკლისია დაშვებული კოსმოსურ სფეროებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ნაწილში, ასევე, პირველ სექტემბრამდე კომერციული კოსმოსური გაშვებების ჭრილში.

ამ სიაში რუსეთის გარდა შეყვანილი ავღანეთი, ცენტრალური-აფრიკის რესპუბლიკა, კვიპროსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ერითრეა, ერაყი, ლიბანი, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანი და ზიმბაბვე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები