“ეს არის ის, რაც ყველამ იცოდა, მაგრამ თქმის ეშინოდა” – ხოდორკოვსკი ბაიდენის სიტყვებზე, რომ პუტინი მკვლელია

“იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ ხოდორკოვსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც აშშ-ის ლიდერი ამბობს, რომ “პუტინი მკვლელია”.

​როგორც ხოდორკოვსკიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა, “ეს არის ის, რაც ყველამ იცოდა, თუმცა, თქმის ეშინოდა. ასეთი პოზიცია მძიმეა ბაიდენისთვისაც. ამ შემთხვევაში არ მიდის საუბარი სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმურ ძალადობაზე, არამედ – პუტინის პიროვნებაზე, როგორც კრიმინალური მკვლელობების დამკვეთზე. ეს რეალობაა, რომელთაც მოგვიწევს ცხოვრება”.

აშშ-ის ეროვნულმა დაზვერვამ მოხსენება გამოაქვეყნდა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას, რათა ის მეორე ვადით ყოფილიყო არჩეული. დაზვერვის შეფასებით, კრემლმა გავლენის მოხდენის რამდენიმე ოპერაცია განახორციელა, რომლებიც იყო მიმართული: დემოკრატიული პარტიისა და ჯო ბაიდენისთვის ზიანის მიყენებისკენ; დონალდ ტრამპის მხარდაჭერისკენ; საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შესუსტებისკენ; აშშ-ში სოციალური და პოლიტიკური განხეთქილების გაძლიერებისკენ.

აღნიშნულს დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “პუტინი პასუხს აგებს”. ასევე, თქვა, რომ რუსეთის ლიდერს “მკვლელად” მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები