„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული.
ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც ყველა პარტია ესწრება.
„დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.