შოიგუ აფრთხილებს აშშ-ს, ევროპაში რაკეტები არ განათავსოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აფრთხილებს აშშ-ს, რომ ევროპაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში საშუალო და ახლო რადიუსის მოქმედების რაკეტები არ განათავსოს.

ამის შესახებ “მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერს.

“ავიღეთ ვალდებულება, ასეთი იარაღი არ განვათავსოთ, თუ ის ევროპაში არ იქნება განთავსებული. ანუ არც ჩვენ ვიზამთ ამას. მაგრამ თუ იქნება განთავსებული, ჩვენც, რასაკვირველია, საკადრისად ვუპასუხებთ ამას”, – თქვა მან.

2019 წელს შოიგუმ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში სახმელეთო კომპლექსის “კალიბრის” საზღვაო ბაზირების ვარიანტი, ასევე, შორი რადიუსის ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი შეიქმნება, რაც რუსეთის აშშ-ის მიერ საშუალო და ახლო რადიუსის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლაზე პასუხი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები