ანრი ოხანაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მააიკე ვან კოლდამთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებამდე, სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებით იმისთვის, რომ სამართლებრივად მზად ვიყოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის. საინტერესო დისკუსია და დიალოგი შედგა. შევეხეთ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რისთვისაც ბატონ ელჩსა და მის ქვეყნას დიდი მადლობა გადავუხადე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები