ირანში ცეცხლის ტრადიციული დღესასწაული მსხვერპლით დასრულდა – სულ მცირე, 9 დაღუპული და 1,8 ათასზე მეტი დაშავებული

ირანში ცეცხლის ტრადიციულ დღესასწაულზე, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, 1,8 ათასზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მოჯთაბა ჰალედიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გვიან ღამით ჩაშანბე-ე-სურის დღესასწაულზე 9 ადამიანი დაიღუპა, 1894 დაშავდა.

მისივე თქმით, გასულ წელს 4 გარდაცვლილი და 1 498 დაშავებული იყო.

ჰალედის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაშავებული თეირანის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და ქერმანშაჰის პროვინციებშია. დაშავებულთაგან 46% 18 წლამდე პირია.

ჩაშაბ-ე-სურის დღესასწაული ირანის ახალ წლამდე ნოვრუზამდე უკანასკნელ ოთხშაბათს, ღამით აღინიშნება. დღესასწაული ერთგვარი ჭიაკოკონობაა, როდესაც საბურავებს უკიდებენ ცეცხლს და ხტებიან. ბოლო წლებში ახალგაზრდებში პიროტექნიკის გამოყენება გახდა პოპულარული, რის გამოც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღებს დამწვრობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები